სილვიო ბერლუსკონი: "ჩვენ ბალოტელი დავიმატეთ, ის იბრაჰიმოვიჩზე ახალგაზრდაა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სილვიო ბერლუსკონი: "ჩვენ ბალოტელი დავიმატეთ, ის იბრაჰიმოვიჩზე ახალგაზრდაა"


"მილანის" პრეზიდენტმა, სილვიო ბერლუსკონიმ კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაზე კომენტარი გააკეთა. "იბრას ჩვენთან გადმოსვლა უნდოდა, თუმცა, "პსჟ"-ს მისი გაშვება არ სურდა. მას ნამდვილად ჰქონდა "მილანში" გადმოსვლის იმედი. მაგრამ ჩვენ ბალოტელი დავიმატეთ, ის იბრაჰიმოვიჩზე ახალგაზრდაა. იბრა, როგორც მგონია, უკვე ბერდება. მარიო ნამდვილად სხვანაირი გახდა. ვფიქრობ, ის გაიზარდა. კონდოგბია? ჭკვიანური გადაწყვეტილება იყო მისი არყიდვა ასეთ თანხად" , - თქვა ბერლუსკონიმ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები