ბერლუსკონი: "ბაკა სერიოზული ფეხბურთელია, იგი ძალიან მომწონს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბერლუსკონი: "ბაკა სერიოზული ფეხბურთელია, იგი ძალიან მომწონს"


"მილანის" პრეზიდენტმა, სილვიო ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ მას გუნდის ახალწვეული თავდამსხმელი კარლოს ბაკა ძალიან მოსწონს. იტალიის ჩემპიონატის მე-4 ტურის ეგიდით "პალერმოსთან" (3:2) გამართულ შეხვედრაში კოლუმბიელმა დუბლი გაიფორმა. ეს გოლები ფორვარდისთვის ამ სეზონში ჩატარებულ მეოთხე შეხვედრაში მეორე და მესამე აღმოჩნდა. "ბაკას "მილანის" ცუდი პერიოდის რომელიმე ძველ ფორვარდს ვერ შევადარებ", - ციტირებს ბერლუსკონის სიტყვებს Tmw. "კარლოსს ნამდვილად საგოლე გრძნობა აქვს. იგი სერიოზული ფეხბურთელია და ძალიან მომწონს".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები