"იუვენტუსი" ჩალჰანოღლუს აკვირდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"იუვენტუსი" ჩალჰანოღლუს აკვირდება


"ბაიერის" ნახევარმცველი ჰაკან ჩალჰანოღლუ "იუვენტუსის" ინტერესთა სფეროში მოექცა, ავრცელებს ინფორმაციას Tuttosport. დღეს ტურინელთა სკაუტები 21 წლის ფეხბურთელს ბუნდესლიგის მე-5 ტურის ეგიდით დორტმუნდის "ბორუსიასთან" გასამართ შეხვედრაში დააკვირდებიან. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ეგიდით ამ კვირაში "ბატესთან" (4:1) გამართულ მატჩში თურქმა, რომელმაც ამ სეზონში ყველა ტურნირზე ერთად "ბაიერის" მაისურით რვა შეხვედრაში ხუთი გოლი გაიტანა, თავი დუბლით გამოიჩინა. აქამდე ნახევარმცველით "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდებოდა, მაგრამ ჩალჰანოღლუმ "ბაიერის" დატოვებაზე უარი თქვა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები