"ლივერპული" ზამთარში ჩერიშევის იჯარის წესით დამატებას ეცდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ლივერპული" ზამთარში ჩერიშევის იჯარის წესით დამატებას ეცდება


"ლივერპული" "რეალის" ნახევარმცველის, დენის ჩერიშევის გაფორმების იდეაზე უარს არ ამბობს. როგორც Tuttomercatoweb იტყობინება, "წითლები" რუსის არენდით აყვანას იანვრის სატრანსფერო ბაზარზე ეცდებიან. შეგახსენებთ, "ლივერპული" ჩერიშევით ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს ინტერესდებოდა, მაგრამ "რეალის" თავკაცმა, რაფაელ ბენიტესმა იგი არ გაუშვა. მიმდინარე სეზონში ჩერიშევი მადრიდული კლუბის შემადგენლობაში თავის დამკვიდრებას ვერა და ვერ ახერხებს. მისი დებიუტი ესპანეთის ლა ლიგაში მხოლოდ "გრანადასთან" (1:0) გამართულ გუშინდელ მეოთხე ტურის შეხვედრაში შედგა, სადაც მინდორზე დენისი მეორე ტაიმში მოგვევლინა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები