"ბარსაში" პედრო შესაძლოა უოლკოტმა შეცვალოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ბარსაში" პედრო შესაძლოა უოლკოტმა შეცვალოს


"არსენალის" თავდამსხმელმა, ტეო უოლკოტმა, არ არის გამორიცხული, კარიერა ესპანეთში განაგრძოს, ავრცელებს ინფორმაციას AS. გამოცემის თანახმად, 26 წლის ინგლისელი "ბარსელონას" ინტერესთა სფეროშია მოქცეული. კატალონიელთა ხელმძღვანელობა ფორვარდს პედროს პოტენციურ შემცვლელად მიიჩნევს, რომელიც ზაფხულში "ჩელსიში" გადაბარგდა. ამ სეზონში უოლკოტმა "მეთოფეთა" მაისურით ჩატარებულ 7 შეხვედრაში თავი ორი გოლით გამოიჩინა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები