"ჩელსიმ" კარვახალს დაუმიზნა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ჩელსიმ" კარვახალს დაუმიზნა


"რეალის" მცველმა, დანი კარვახალმა კარიერა შეიძლება ინგლისში განაგრძოს, ავრცელებს ინფორმაციას TMW. გამოცემის თანახმად, 23 წლის ესპანელით "ჩელსია" დაინტერესებული. ეს ტრანსფერი შეიძლება უკვე ამ ზამთარს განხორციელდეს. გარიგების ფასად, დაახლოებით, 19 მილიონი ევრო სახელდება. ფეხბურთელს "სამეფო კლუბთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2020 წელს ეწურება. მიმდინარე სეზონში კარვახალმა "რეალის" მაისურით ოთხი მატჩი ჩაატარა.
[xfgiven_video_url]
[/xfgiven_video_url]
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები