გეგუჩაძე: "ჩვენი პრობლემა ისაა, რომ ნაადრევად ვანებებთ ფეხბურთის თამაშს თავს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გეგუჩაძე: "ჩვენი პრობლემა ისაა, რომ ნაადრევად ვანებებთ ფეხბურთის თამაშს თავს"


რამდენიმე წუთის წინ დასრულდა უმაღლესი ლიგის მე-5 ტურის მატჩი “დინამო არენაზე”, სადაც ადგილობრივმა “დინამომ” დამაჯერებელი ანგარიშით “ზუგდიდი” 3-1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელებმა კომენტარები გააკეთეს: გეგუჩაძე("დინამო"): " ყოველთვის სასიხარულოა გამარჯვება. როგორც ყოველთვის, ხარვეზები იყო და ჩვენი პრობლემა ისაა, რომ ნაადრევად ვანებებთ ფეხბურთის თამაშს თავს. არ შეიძლებოდა თამაშის სადავეების ხელიდან გაშვება. ამაზე სამუშაოები საჭიროა. რაც შეეხება ზუგდიდს, გუნდი პერსპექტიული ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და მათ წარმატებებს ვუსურვებ".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები