შეროზია: "დინამო უფრო ძლიერი აღმოჩნდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

შეროზია: "დინამო უფრო ძლიერი აღმოჩნდა"


რამდენიმე წუთის წინ დასრულდა უმაღლესი ლიგის მე-5 ტურის მატჩი “დინამო არენაზე”, სადაც ადგილობრივმა “დინამომ” დამაჯერებელი ანგარიშით “ზუგდიდი” 3-1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელებმა კომენტარები გააკეთეს: ბესიკ შეროზია("ზუგდიდი"): "რაც შეეხება თამაშს, ვიცოდი რომ ჩვენთვის მძიმე შეხვედრა იქნებოდა, მოგეხსენებათ, რომ მძიმედ დავიწყეთ სეზონი. მოვამზადეთ დღეისთვის სამუშაოები, მაგრამ "დინამო" უფრო ძლიერი აღმოჩნდა. იყო ეპიზოდები, როდესაც კარგად მოქმედებდნენ. "დინამომ" დამსახურებულად გაიმარჯვა. გუნდს კარგი მწვრთნელი ეტყობა, რომელიც აზრიან ფეხბურთს თამაშობს"

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები