კიტეიშვილი: "პირველი გოლის გატანის შემდეგ თამაში გაგვიადვილდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კიტეიშვილი: "პირველი გოლის გატანის შემდეგ თამაში გაგვიადვილდა"


კიტეიშვილი:
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა უმაღლესი ლიგის მე-5 ტურის მატჩი “დინამო არენაზე”, სადაც ადგილობრივმა “დინამომ” დამაჯერებელი ანგარიშით “ზუგდიდი” 3-1 დაამარცხა. GOAL.GE-სთან მატჩის შემდეგ კომენტარი "დინამოს" ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა გაკეთა. - გილოცავთ გამარჯვებას. შეაფასეთ დღევანდელი თამაში. - თავიდან მეტოქის ფსიქოლოგიურად გატეხვა გაგვირთულდა, მაგრამ პირველი გოლის გატანის შემდეგ თამაში გაგვიადვილდა, რასაც მეორე გოლი მეორე ტაიმის დასაწყისშივე მოჰყვა. მოვიგეთ 3-1 და გამარჯვებით მოხარული ვარ. - რას იტყვი მომდევნო ტურის შეხვედრაზე, "დილას" წინააღმდეგ, სადაც მეტოქეს, რომელთაც 2 ქულით უსწრებთ, გორში დაუპირისპირდებით? - ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის გორის "დილასთან", ძალიან დაძაბულ თამაშს ელის ყველა, ხოლო რაც ჩვენზეა დამოკიდებული, მოგებისთვის ყველაფერს ვეცდებით.

სპეციალურად GOAL.GE-სთვის, საბა საპანაძე


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები