ქვილითაია: "ჩემი მიზანი გუნდის ხშირად დახმარებაა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ქვილითაია: "ჩემი მიზანი გუნდის ხშირად დახმარებაა"


რამდენიმე წუთის წინ დასრულდა უმაღლესი ლიგის მე-5 ტურის მატჩი “დინამო არენაზე”, სადაც ადგილობრივმა “დინამომ” დამაჯერებელი ანგარიშით “ზუგდიდი” 3-1 დაამარცხა. GOAL.GE-სთან მატჩის შემდეგ კომენტარი “დინამოს” თავდამსხმელმა, გიორგი ქვილითაიამ გააკეთა. - პირველ რიგში გილოცავთ გამარჯვებას. შეაფასეთ დღევანდელი მატჩი და თქვენი გატანილი გოლები. - ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს გამარჯვება, კარგია, რომ მოგებების სერიას ვაგრძელებთ, უკვე მეხუთე თამაში დაგვიგროვდა. მადლობა ყველას, ვისაც ჩემი გატანილი გოლები გაუხარდა. გატანილი ბურთები ჩემთვისას და გუნდისთვისაც საჭირო იყო. სასიხარულოა, რომ მოვიგეთ და 3 ქულა ჩავიწერეთ ჩვენს აქტივში. - უკვე 5 გოლი დაგიგროვდა. რა არის შენი პირადი მიზნები მიმდინარე სეზონისთვის? - მიზანი, რაც შეიძლება მეტი გოლის გატანა და გუნდის ხშირად დახმარებაა. ვნახოთ, როგორ გამომივა. - რას იტყვი მომდევნო ტურის შეხვედრაზე, სადაც უშუალო კონკურენტს, გორის "დილას" დაუპირისპირდებით? დღევანდელი გამარჯვებების შემდეგ, თქვენს შორის კვლავ 2 ქულიანი სხვაობაა. - ძალიან მნიშნელოვანი თამაშია, რომელსაც თან სდევს უდიდესი დაძაბულობა, მაგრამ როგორც ყოველთვის, ჩვენ მოსაგებად გავალთ და ვეცდებით იქაც 3 ქულის აღებით, გორში გამარჯვებების სერია არ შევწყვიტოთ.

სპეციალურად GOAL.GE-სთვის, საბა საპანაძე


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები