ცინცაძე: "ლაღად ვითამაშეთ, გოლად კი მხოლოდ 3 შეტევა ვაქციეთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ცინცაძე: "ლაღად ვითამაშეთ, გოლად კი მხოლოდ 3 შეტევა ვაქციეთ"


რამდენიმე წუთის წინ დასრულდა უმაღლესი ლიგის მე-5 ტურის მატჩი “დინამო არენაზე”, სადაც ადგილობრივმა “დინამომ” დამაჯერებელი ანგარიშით “ზუგდიდი” 3-1 დაამარცხა. GOAL.GE-სთან მატჩის შემდეგ კომენტარი “დინამოს” ნახევარმცველმა, მათე ცინცაძემ გაკეთა. "პირველ რიგში, რთული თამაში გამოვიდა. რაც დავგეგმეთ, გამოგვივიდა, მაგრამ ეს არ ჩანდა ისეთი ადვილი, როგორც ტაბლოზე აისახა. ბევრი მომენტი შევქმენით, ლაღად ვითამაშეთ, გოლად კი მხოლოდ 3 შეტევა ვაქციეთ. რაც შეეხება ბიჭებს, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მოგვეგო და ასეც გამოვიდა. მადლობა მინდა გადავუხადო მოსულ გულშემატკივარს და წარმატებები "დინამოს" შემდეგ თამაშში, "დილას" წინააღმდეგ".

სპეციალურად GOAL.GE-სთვის, საბა საპანაძე

[xfgiven_video_url]
[/xfgiven_video_url]
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები