ლუი ვან გაალი: "ძალიან მიხარია მარტიალის გამო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლუი ვან გაალი: "ძალიან მიხარია მარტიალის გამო"


"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა კომენტარი გააკეთა ინგლისის პრემიერ ლიგის მე-6 ტურის მატჩში (3:2) "საუთჰემფტონთან" გამარჯვებაზე. "ეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო "პსვ"-სთან თამაშის შემდეგ. ბევრი კომპლიმენტი უნდა ვუთხრა ჩემს ფეხბურთელებს. მარტიალი უკვე განსაკუთრებულია, იმიტომ, რომ მასში ბევრი ფული გადავიხადეთ. ბევრი ფიქრობს, რომ ის დიდი ვარსკვლავია, მაგრამ ანტონი 19 წლის ბიჭია. მარტიალმა 3 მატჩში ბევრი რამ აჩვენა. ძალიან მიხარია ანტონის გამო, მაგრამ არც მან და არც ჩვენ თავი არ უნდა დავკარგოთ. ყოველთვის ვამბობდი, რომ დავიდ დე ხეას შენარჩუნება გვინდოდა. სწორედ ამიტომ გვქონდა რთული სატრანსფერო ფანჯარა" , - თქვა ვან გაალმა. შეგახსენებთ, მარტიალმა "ემიუს" მაისურით პირველ 3 მატჩში 3 გოლი გაიტანა.
[xfgiven_video_url]
[/xfgiven_video_url]
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები