"ლივერპულმა" ფრედ ითამაშა, "ეშმაკებმა" "წმინდანები" მარტიალის დუბლით დაამარცხეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ლივერპულმა" ფრედ ითამაშა, "ეშმაკებმა" "წმინდანები" მარტიალის დუბლით დაამარცხეს


დღეს პრემიერ ლიგის მე-6 ტურის კვირა დღის შეხვედრები გაიმართა. პირველი მატჩი ლონდონის "ტოტენჰემს" და "კრისტალ პალასს" შორის შედგა. "დეზებმა" გამარჯვება 68-ე წუთზე სონის გატანილი გოლის წყალობით შეძლეს. ახლა 2-ვე გუნდს 9-9 ქულა დაუგროვდა და ცხრილში მე-8 და მე-9 ადგილებს იყოფენ. მე-2 თამაშში "ლივერპულმა" კვლავ ვერ შეძლო გამარჯვების მოპოვება. "ნორვიჩთან" ენფილდზე კლუბმა მხოლოდ 1 ქულა აიღო და 4 ტურია მოგებას ვერ ახერხებენ. ყველაზე საინტერესო მატჩი საუთჰემპტონში ვიხილეთ, სადაც "წმინდანები" "ეშმაკებს" დაუპირისპირდნენ. "მანჩესტერის" ახალწვეულმა ანტონი მარტიალმა დუბლი შეასრულა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საუკეთესო თინეიჯერი ფეხბურთელია საფეხბურთო სამყაროში. "იუნაიტედი" მე-2 პოზიციაზე გადავიდა, ხოლო, "საუთჰემპტონი" მე-16 ადგილზეა. საუთჰემპტონი 2-3 მანჩესტერი გოლები: პელე 13/86 - მარტიალი 34/50, მატა 68 საუთჰემპტონი: სტეკელენბურგი, ტარგეტი, ვან დიჯკი, ფონტე, იოშიდა, რომეუ, ვანიამა, ტადიჩი, უორდ-პროუზი, მანე, პელე მანჩესტერი: დე ხეა, დარმიანი, სმოლინგი, ბლინდი, როხო, კერიკი, შნეირდერლინი, მატა, რუნი, დეპაი, მარტიალი გაფრთხილებები: ვან დიჯკი 73, ფონტე 78 ვიდეო მიმოხილვა: ლივერპული 1-1 ნორვიჩი გოლები: ინგსი 48 - მარტინი 61 ლივერპული: მინოლე, სახო, შკრტელი, კანი, მორენო, ლეივა (ფირმინო 72) (მილნერი, კლაინი, კოუტინიო, ბენტეკე (ინგსი 46), სტარიჯი (ლალანა 63) ნორვიჩი: რუდი, ვიტეკერი, მარტინი, ბასონგი, ბრედი, ტეტეი, რედმონდი, დორანსი (ო ნილი 85), ჰოუსონი, ჯარვისი, ჯერომი (გრაბანი 71) გაფრთხილებები: მილნერი 3 - ტეტეი 53, დორანსი 78 ვიდეო მიმოხილვა: ტოტენჰემი 1-0 კრისტალ პალასი გოლი: სონი 68 ტოტენჰემი: ლორისი, დევისი, ვერტოგენი, უოლკერი, ალი, დიერი, ჩადლი (ერიქსენი 66), ლამელა (კეროლი 87), სონი (ნჯიე 79), კანე კრისტალ პალასი: მაკარტი, კელი, ჰანგელანდი, დელანი, სუარე, კაბაიე, მაკარტური (მატჩი 76), ზაა (კემპბელი 46), პუნჩელონი, საკო (ბამფორდი 84), ბოლასიე გაფრთხილებები: ლამელა 76 - კელი 45, ბოლასიე 62 ვიდეო მიმოხილვა:

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები