რას წერენ ჰოლანდიელები გურამ კაშიაზე? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რას წერენ ჰოლანდიელები გურამ კაშიაზე?


რას წერენ ჰოლანდიელები გურამ კაშიაზე?
ჰოლანდიის ჩემპიონატის მატჩი "ვიტესსა" და "გრასხაპს" შორის მასპიძელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მე-6 წუთზე ანგარიში ქართველმა მცველმა, გურამ კაშიამ გახსნა და ზედიზედ მე-3 ტურში შეძლო გოლის გატანა. მატჩის შემდეგ ჰოლანდიელი გულშემატკივრები მის მიმართ არაერთ დადებით კომენტარს წერდნენ. "ფანტასტიური კაპიტანი!" "კაშია ნამდვილი გმირია." "სუპერ კაპიტანი!' "რასაც გურამ კაშია ყოველ წელს ვიტესისთვის აკეთებს, ნამდვილად დასაფასებელია" "პატივისცემა გურამ კაშიას!" vitesse

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები