კაშია: "ასეთი მატჩები ყოველთვის დასამახსოვრებელია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კაშია: "ასეთი მატჩები ყოველთვის დასამახსოვრებელია"


ჰოლანდიის ჩემპიონატის მე-6 ტურის მატჩი "ვიტესსა" და "გრასხაპს" შორის, არნემელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა. ამ შეხვედრაში თითო-თითო გოლი გაიტანეს ქართველმა ფეხბურთელებმა - ვაკო ყაზაიშვილმა და გურამ კაშიამ. "მოხარული ვარ, რომ გოლი გავიტანე და გუნდს გამარჯვებაში დავეხმარე. ასეთი მატჩები ყოველთვის განსხვავებული და დასამახსოვრებელია ჩემთვის. ისევ იგივე გზაზე ვდგავარ ვცდილობ, გუნდს წარმატებაში დავეხმარო" , - აცხადებს კაშია. 6 ტურის შემდეგ "ვიტესი" ჰოლანდიის ჩემპიონატში 10 ქულით მე-7 ადგილს იკავებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები