"ბარსამ" "ლევანტე" გაანადგურა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ბარსამ" "ლევანტე" გაანადგურა


დღეს, ესპანეთის ჩემპიონატის მე-4 ტურში კატალონიის "ბარსელონამ" ვალენსიურ "ლევანტეს" უმასპინძლა. "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" მეტოქე ყველა სათამაშო კომპონენტში დაჩაგრეს და, შედეგად, სამბურთიანი სხვაობით მოახერხეს გამარჯვება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ლუის ენრიკემ ადრიანოს, ბარტრას, მუნირსა და სანდროს ძირითად შემადგენლობაში მისცა თამაშის საშუალება. მოპოვებული 3 ქულის წყალობით "ბლაუგრანას" ოთხიდან ოთხი მოგება აქვს, გუნდმა კვლავ 1-ელ პოზიციაზე გადაინაცვლა. რაც შეეხება "ლევანტეს", ვალენსიელები მე-16 ადგილზე არიან. "ბარსელონა" 4:1 "ლევანტე" გოლები: ბარტრა, 50, ნეიმარი, 56, მესი, 61(პენალტი), 90 - კასადესუსი, 66 "ბარსელონა": ტერ შტეგენი, ადრიანო, მასკერანო, ბარტრა, ალვესი, რამირესი, ბუსკეცი (გუბმაუ, 62), რაკიტიჩი, ნეიმარი, მუნირი, მესი "ლევანტე": ანდრადე, მენდოსა, მრუხილიო, ფედალი, ხუანფრანი, გარსია, კამარასა (გარსია, 80), ლემრა, ვერსა, გილასი (კასადესუსი, 63), სალვადორი (დეივერსონი, 68) გაფრთხილება: ვესნა 76-ე წუთზე მესიმ პენალტის რეალიზება ვერ მოახერხა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები