"ვილიარეალმა" "ატლეტიკს" მოუგო, "სევილიამ" სახლში წააგო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ვილიარეალმა" "ატლეტიკს" მოუგო, "სევილიამ" სახლში წააგო


დღეს ესპანეთის ჩემპიონატის მე-4 ტურის მატჩები გაიმართა. "ვილიარეალმა" "ატლეტიკს" უმასპინძლა და დამაჯერებელი ანგარიშით იმარჯვა. სტუმართაგან პრესტიჟის გოლი ადურისმა გაიტანა 93-ე წუთზე. ამჟამად, "წყალქვეშა ნავი" მე-2 პოზიციაზეა, ბასკები მე-12 ადგილს იკავებენ. "ვილიარეალი" 3:1 "ატლეტიკი" გოლები: სორიანო, 43(პენალტი), გასპარი, 67, ბაპტისტაო, 80 - ადურისი, 90+3 "ვილიარეალი": არეოლა, ბაი, კოსტა, გასპარი, რუისი, პინა, სორიანო, კასტილიეცო, ნაუელი (სუარესი, 74), ბაკამბუ (ბაპტისტაო, 15), სოლდადო (ადრიანო, 46) გაფრთხილებები: სორიანო, ნაუელი, ბაი, ლაპორტი, გურპეგი, ადურისი "სევილიამ" "სელტას" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. პირველი ტაიმი სტუმრებმა ორბურთიანი სხვაობით მოიგეს, მეორე ნახევარში მასპინძლებმა შეძლეს ერთი ბურთის გაქვითვა, თუმცა, მეტის გაკეთება ვეღარ მოახერხეს. მოპოვებული 3 ქულის წყალობით "სელტა" მე-3 პოზიციაზეა, "სევილია" ბოლოს წინა ადგილს იკავებს. "სევილია" 1:2 "სელტა" გოლები: ლორენტე, 54 - ნოლიტო, 15, ბასი, 26 გაფრთხილებები: რეიესი, კრიხოვიაკი, ბანეგა, ხონი, მალო, ასპასი, ორიელიანა გაძევება: ხონი, 90+1
[xfgiven_video_url]
[/xfgiven_video_url]
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები