მოურინიო "არსენალის" ნებისმიერ ფეხბურთელს გაიფორმებდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მოურინიო "არსენალის" ნებისმიერ ფეხბურთელს გაიფორმებდა


"ჩელსის" მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო ისევ არასასიამოვნოდ იხსენიებს "მეთოფეების" მწვრთნელ არსენ ვენგერს. ამჯერად პორტუგალიელმა მინიშნება გააკეთა, რომ ფრანგ სპეციალისტს საჭირო კადრები ჰყავს, მაგრამ მათით ვერ სარგებლობს. "მომწონს "არსენალის" თითოეული ფეხბურთელი. შემიძლია, განვაცხადო, რომ რომელიმე ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი რომ იყოს, უმალ შევთავაზებდი კონტრაქტს. მიმაჩნია, რომ "არსენალს" ის შემადგენლობა ჰყავს, რომელსაც ჩემპინობა შეუძლია. და ასეთი შეგრძნება მაქვს ყოველ სეზონში" , -ციტირებს მოურინიოს Goal.com. შეგახსენებთ, ლონდონური გუნდების ბოლო მატჩში, შაბათს, "ჩელსიმ" "არსენალი" 2:0 დაამარცხა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები