რა გაუკეთა დიეგო კოშტამ ლორან კოშელნის?! » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რა გაუკეთა დიეგო კოშტამ ლორან კოშელნის?!


ინგლისის პრემიერ ლიგის მე-6 ტურში ლონდონის "ჩელსიმ" "სტემფორდ ბრიჯზე" თანაქალაქელ "არსენალს" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. გოლები ზუმამ და აზარმა გაიტანეს. პირველი ტაიმის მიწურულს, როცა ანგარიში ჯერ 0:0 იყო, "არისტოკრატების" ესპანელმა (მოქალაქეობით) თავდამსხმელმა, დიეგო კოშტამ "მეთოფეთა" ფრანგ უკანახაზელთან, ლორან კოშელნისთან ორთაბრძოლაში აკრძალული ილეთები გამოიყენა. ექსპერტთა აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ კოშტა ამ მომენტის გამო წითელ ბარათს და დისკვალიფიკაციას იმსახურებდა, თუმცა მხოლოდ გაფრთხილება მიიღო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები