5 მწვრთნელი, რომელმაც შესაძლოა ბრენდან როჯერსი შეცვალოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

5 მწვრთნელი, რომელმაც შესაძლოა ბრენდან როჯერსი შეცვალოს


5 მწვრთნელი, რომელმაც შესაძლოა ბრენდან როჯერსი შეცვალოს
პრემიერლიგის მიმდინარე სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო "ლივერპულმა". გასულ ტურში მერსესაიდელებმა "ნორვიჩთან" ფრედ 1:1 ითამაშებს. შესაბამისად, არის საუბრები გუნდის მთავარი მწვრთნელის, ბრენდან როჯერსის წასვლასთან დაკავშირებით. ცნობილი ინტერნეტ გამოცემა Mirror გვთავაზობს 5 მწვრთნელს, რომელმაც შესაძლოა ბრენდან როჯერსი შეცვალოს. რონალდ კუმანი ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპეციალისტია ჰოლანდიელებს შორის. კუმანმა ჰოლანდიაში ყველა ტიტული მოიგო, მისი "საუთჰემპტონი" კი ბოლო წლებში ძალიან კარგად გამოიყურება და სატურნირო ცხრილში გრანდებთან ერთად მაღალ პოზიციას იკავებს, მაგრამ მიმდინარე სეზონი "წმინდანებმა" ცუდად დაიწყეს. ფრანკ დე ბური ვეტერანი ჰოლანდიელი ფეხბურთელი ფრანკ დე ბური სამწვრთნელო კარიერაშიც წარმატებული გამოდგა. მის ხელში "აიაქსი" ჰოლანდიის ჩემპიონი გახდა, თუმცა, 45 წლის სპეციალისტს ინგლისში არასდროს უმუშავია. გარი მონკი გარი მონკის "სუონსიმ" პრემიერლიგის მიმდინარე სეზონი ძალიან კარგად დაიწყო და გუნდი უკვე სტაბილურად თამაშობს ინგლისის უმაღლეს ლიგაში. მონკი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა სპეციალისტია ბრიტანეთში. კარლო ანჩელოტი მადრიდის "რეალიდან" წამოსვლის შემდეგ იტალიელი მწვრთნელი უგუნდოდაა. "ლივერპულში" მოსვლის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად კი სწორედ ის განიხილება. ანჩელოტის "ჩელსისთან" ერთად პრემიერლიგა აქვს მოგებული. იურგენ კლოპი ასევე უგუნდოდაა "დორტმუნდის" ყოფილი თავკაცი იურგენ კლოპი, რომელმაც ბორუსელებს უდიდესი წარმატება მოუტანა - მოაგებინა ბუნდესლიგა და გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა, თუმცა, კლოპს სხვა ქვეყანაში მუშაობის გამოცდილება არ აქვს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები