"პსჟ" მზადაა რონალდუს ტრანსფერში 340 მლნ ევრო ჩადოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"პსჟ" მზადაა რონალდუს ტრანსფერში 340 მლნ ევრო ჩადოს


"პსჟ"-ს ხელმძღვანელობა "რეალის" თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს გადაბირების იდეაზე უარს კვლავ არ ამბობს, იუწყება Sunday Express. გამოცემის ინფორმაციით, პარიზელები მზად არიან, ამ ტრანსფერში 340 მილიონი ევრო გადაიხადონ. აქედან 150 მილიონი მადრიდულ კლუბს გადაერიცხება. 30 წლის ფორვარდი კი ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს და წელიწადში 20 მილიონს მიიღებს. აქამდე გავრცელდა ცნობა, ვითომდა, "რეალი" მზადაა, პორტუგალიელი მხოლოდ ერთ მილიარდ ევროდ გაუშვას. ამ სეზონში კრიშტიანუმ მადრიდელთა მაისურით ჩატარებულ 5 მატჩში 8 გოლი შეაგდო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები