ფოგტსმა "გლადბახს" სათავეში კლოპი უნდა ჩაუდგესო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ფოგტსმა "გლადბახს" სათავეში კლოპი უნდა ჩაუდგესო


ფოგტსმა
გერმანიის ეროვნული ნაკრების ექს-მწვრთნელმა, ბერტი ფოგტსმა განაცხადა, რომ მიონხენგლადბახის "ბორუსიას" ახალი თავკაცი იურგენ კლოპი უნდა გახდეს. ამ პოსტს 2011 წლიდან ლიუსიენ ფავრი იკავებდა, მაგრამ ცოტა ხნის წინ გერმანიის ჩემპიონატში წარუმატებელი სტარტის გამო (5 მარცხი 5 მატჩში) ეს სპეციალისტი გუნდიდან წავიდა. "ბორუსია" გუნდია, რომელსაც აღზრდა სჭირდება", - ციტირებს ფოგტსის სიტყვებს sport1.de. "ერთადერთი, რაც გლადბახელებს ამაში დაეხმარებათ, იურგენ კლოპია. იგი მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის იდეალური კანდიდატია". მოგეხსენებათ, კლოპი 2008 წლიდან 2015 წლამდე "დორტმუნდს" ედგა სათავეში და მასთან ერთად გერმანიის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი ორ-ორჯერ მოიგო, 2012/13 წლების სეზონში კი კლუბი ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გაიყვანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები