კიელინი: "ინტერი" ლიდერობს, მაგრამ სექტემბერში ჩემპიონები არ ხდებიან" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კიელინი: "ინტერი" ლიდერობს, მაგრამ სექტემბერში ჩემპიონები არ ხდებიან"


"იუვენტუსის" მცველმა, ჯორჯო კიელინიმ სერია ა-ს მეოთხე ტურის ეგიდით "ჯენოასთან" (2:0) მოგებული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ გუნდმა თავდაჯერებულობა დაიბრუნა და ჩემპიონობისთვის იბრძვის. მიმდინარე სეზონში ეს ტურინელთათვის პირველი გამარჯვებაა. "ჯენოასთან" მოგებამ თავდაჯერებულობა შეგვძინა", - ციტირებს "იუვეს" ოფიციალური საიტი კიელინის სიტყვებს. "ამ თვეში არც თუ ისე კარგად გამოვიყურებით. ამჟამად "ინტერი" ლიდერობს, მაგრამ სექტემბერში ჩემპიონები არ ხდებიან. ყველა მომდევნო მატჩში გამარჯვებისთვის ვითამაშებთ. გვჯერა, რომ წარმატებული სერიის გაგრძელება შეგვიძლია".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები