მიჩელი: "დიარა "მარსელის" გულია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მიჩელი: "დიარა "მარსელის" გულია"


მიჩელი:
"მარსელის" მთავარმა მწვრთნელმა, მიჩელმა საფრანგეთის ჩემპიონატის მე-6 ტურის ეგიდით "ლიონთან" (1:1) გამართული შეხვედრის შემდეგ ლასანა დიარას თამაში აღნიშნა. სპეციალისტის განცხადებით, აღნიშნულ შეხვედრაში მისმა შეგირდებმა ხასიათი გამოავლინეს. "მეორე ტაიმი ჩინებულად ჩავატარეთ", - ციტირებს მიჩელის სიტყვებს TMW. "ლიონმა" პირველ ტაიმში გვაჯობა. თუმცა, ხასიათი გამოვავლინეთ. როცა დიარა მინდორზეა, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს 12 ფეხბურთელი გვყავს. იგი და მანდანდა გუნდის გულები არიან".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები