მაგათი: "ფავრი "გლადბახს" ცუდად მოექცა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მაგათი: "ფავრი "გლადბახს" ცუდად მოექცა"


მაგათი:
ცნობილმა გერმანელმა სპეციალისტმა, ფელიქს მაგათმა ლუისიენ ფავრი გააკრიტიკა, რომელმაც მიონხენგლადბახის "ბორუსიას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ცნობისთვის, გერმანიის ჩემპიონატში წარუმატებელი სტარტის გამო (5 მარცხი 5 მატჩში) შვეიცარიელმა გუშინ კლუბი დატოვა. "მისი წასვლა ლამაზი არაა", - ციტირებს მაგათის სიტყვებს sport1.de. "ისე, როგორც ფავრი წავიდა, როგორც განაცხადეს, სწორი არაა. იგი კლუბის ხელმძღვანელობას არც დაუკავშირდა. გუნდში კრიზისის დაძლევას მასთან ერთად ცდილობდნენ, მაგრამ ლუისიენმა "ბორუსია" რთულ მომენტში "გადააგდო".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები