"იუვენტუსმა" ჩალჰანოღლუს დაუმიზნა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"იუვენტუსმა" ჩალჰანოღლუს დაუმიზნა


"ბაიერის" ნახევარმცველმა, ჰაკან ჩალღანოღლუმ, არ არის გამორიცხული, კარიერა იტალიაში განაგრძოს, იუწყება Tuttosport. გამოცემის ინფორმაციით, 21 წლის თურქით "იუვენტუსია" დაინტერესებული. აქამდე არსებული ინფორმაციით, ფეხბურთელით "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდებოდა. ამ სეზონში ჩალჰანოღლუმ "ბაიერის" მაისურით 9 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასიც ჩაიწერა აქტივში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები