ვან გაალი: "მატას გოლი იმას ამტკიცებს, რომ ჩვენი ფილოსოფია მუშაობს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვან გაალი: "მატას გოლი იმას ამტკიცებს, რომ ჩვენი ფილოსოფია მუშაობს"


"ემიუს" მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა ინგლისის ჩემპიონატის ეგიდით "საუთჰემპტონთან" მოგებული შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ მას ხუან მატას გამარჯვების მომტანი გოლი ძალიან მოეწონა. ჰავბეკი დამატებაზე ზუსტი აღმოჩნდა, რომელიც ხანგრძლივ კომბინაციას მოჰყვა. "ფანტასტიური, წარმოუდგენელი გოლი", - ციტირებს ვან გაალის სიტყვებს Daily Star. "ასეთი გადაცემების დახმარებით თამაშის კონტროლი ადვილდება. ყოველთვის ვეუბნებოდი ფეხბურთელებს, რომ პოზიციური შეტევისას მეტოქეთა დაცვაში რაღაც პრობლემა არსებობს. ამ გოლით კმაყოფილი ვარ, რადგან იგი ამტკიცებს, რომ ჩვენი სათამაშო ფილოსოფია მუშაობს".
[xfgiven_video_url]
[/xfgiven_video_url]
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები