გალიანი: "ბაკა შევჩენკოს მაგონებს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გალიანი: "ბაკა შევჩენკოს მაგონებს"


"მილანის" ვიცე-პრეიზდენტმა სერია ა-ს მეოთხე ტურის ეგიდით "პალერმოსთან" (3:2) მოგებული შეხვედრის შემდეგ დუბლის ავტორი კარლოს ბაკა შეაქო. მისი განცხადებით, კოლუმბიელი თავისი თამაშის მანერით მას "როსონერის" შეტევის ხაზის ყოფილ ლიდერ ანდრეი შევჩენკოს აგონებს. "ზოგიერთ მომენტში, განსაკუთრებით, მეორე გოლის ეპიზოდში, ბაკამ ანდრეი შევჩენკო გამახსენა", - ციტირებს გალიანის სიტყვებს Football Espana. "გავიხსენე, თუ როგორი გოლი გაუტანა "რომას" შევამ 2004 წლის მაისში სკუდეტოსთვის ბრძოლის გადამწყვეტ მატჩში. შევჩენკომ, ერთ-ერთმა ჩემმა საყვარელმა ფეხბურთელმა, მეორე დღეს დამირეკა. იგი მესაუბრა და გუნდი შეაქო".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები