კოკე, დიდი ალბათობით, "რეალთან" ვერ ითამაშებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კოკე, დიდი ალბათობით, "რეალთან" ვერ ითამაშებს


"ატლეტიკოს" ნახევარმცველი კოკე, დიდი ალბათობით, ესპანეთის ჩემპიონატის მე-7 ტურის ეგიდით "რეალის" წინააღმდეგ გასამართ მატჩში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებს, ავრცელებს ინფორმაციას Football Espana. ფეხბურთელმა ბარძაყის კუნთის ტრავმა მე-4 ტურში "ეიბართან" (2:0) გამართულ შეხვედრაში დაიზიანა. ჯერჯერობით, უცნობია, თუ რა დროის განმავლობაში იუქმებს ესპანელი, მაგრამ ოფიციალურ საიტზე წერია, რომ ტრავმა საშუალო სირთულისაა. ასე და ამგვარად, იგი არამხოლოდ დედაქალაქურ დერბის, არამედ "ხეტაფესთან", "ვილიარეალთან" და "ბენფიკასთან" გასამართ საჩემპიონთალიგო შეხვედრასაც გამოტოვებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები