კაშია ერედევიზიონის მცველებს შორის საუკეთესო მეგოლეა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კაშია ერედევიზიონის მცველებს შორის საუკეთესო მეგოლეა


კაშია ერედევიზიონის მცველებს შორის საუკეთესო მეგოლეა
ერედევიზიონის მე-6 ტურში არნემის "ვიტესმა" "დე გრასხააფი" 3-0 დაამარცხა. მასპინძელთაგან 2 გოლი ქართველებმა, გურამ კაშიამ და ვალერი ყაზაიშვილმა გაიტანეს. "ვიტესის" ქართველი კაპიტნის გოლი ჰოლანდიელთა რიგებში მე-14 იყო, რაც ცენტრალური მცველისთვის ბრწყინვალე შედეგია. არნემულ გუნდში გურამ კაშიას დებიუტი 2010 წელს შედგა. იმის შემდეგ მან "ვიტესის" ფორმით 14 გოლი გაიტანა, რაც 2010 წლიდან მოყოლებული, ერედევიზიონის მცველებს შორის საუკეთესო შედეგია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები