"ატლეტიკო" ტორესის მომავალს 2015 წლის ბოლოს განიხილავს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ატლეტიკო" ტორესის მომავალს 2015 წლის ბოლოს განიხილავს


"ატლეტიკოს" თავდამსხმელი, ფერნანდო ტორესი შესაძლოა იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ გუნდში დარჩეს. შეგახსენებთ, 31 წლის ფორვარდი "ატლეტიკოში" "მილანიდანა" გადასული იჯარის წესით, მისი ვადა კი 2015/16 წწ. სეზონის დასრულების შემდეგ იწურება. "ატლეტიკოს" ხელმძღვანელობა თავისი აღზრდილის "მილანისგან" გამოსყიდვის შესაძლებლობას განიხილავს. თავად ტორესსაც უნდა ისევ მადრიდულ კლუბში თამაში, სადაც ყველაფრით კმაყოფილია. მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობის გახანგრძლივების შესაძლებლობას წლის ბოლოს განიხილავენ. პრიმერას 4 მატჩში ტორესის ანგარიშზე 2 გოლია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები