სინიშა მიხაილოვიჩი: "ბალოტელი სამაგალითოდ იქცევა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სინიშა მიხაილოვიჩი: "ბალოტელი სამაგალითოდ იქცევა"


სინიშა მიხაილოვიჩი:
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა, სინიშა მიხაილოვიჩმა განაცხადა, რომ ბოლომდე კმაყოფილია საქმისადმი თავდამსხმელ მარიო ბალოტელის დამოკიდებულებით. "ბალოტელს მაშინ ვიცნობდი, როცა 17 წლის იყო და "ინტერში" თამაშობდა. და ახლა ისევ შევხვდი, როცა უკვე 25 წლისაა. არ ვიცი, მთელი დარჩენილი დრო როგორ იქცოდა. ახლა მარიო სამაგალითოდ იქცევა. ყოველთვის ვცდილობ, წავაქეზო, რათა მთელი დატვირტვით ივარჯიშოს. ითამაშებს თუ არა "უდინეზესთან" სასტარტო შემადგენლობაში? ჯერ კიდევ არ გადამიწყვეტია. ვნახოთ, ბიჭები თავს როგორ იგრძნობენ ხვალ დილით, ვის ექნება თამაშისთვის სწორი განწყობა" , - თქვა მიხაილოვიჩმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები