ლუი ვან გაალი: "ჯონსი ჯერ კიდევ არ ჩამდგარა ფორმაში" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლუი ვან გაალი: "ჯონსი ჯერ კიდევ არ ჩამდგარა ფორმაში"


"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ მცველი ფილ ჯონსი ტრავმის შემდეგ ჯერ კიდევ არ ჩამდგარა ფორმაში. "პარასკევს ჯონმა პირველად ივარჯიშა საერთო ჯგუფში. ის პრაქტიკულად გამოჯანმრთელდა, მაგრამ ჯერ კიდევ არ ჩამდგარა ფორმაში. ჯერ კიდევ ძალიან ადრეა" , - თქვა ვან გაალმა. შეგახსენებთ, ჯონსი ფორმიდან სეზონის სტარტის წინა დღეს თრომბის გამო ამოვარდა. მოსალოდნელი იყო, რომ მცველი 3 კვირას გამოტოვებდა, თუმცა, ის უკვე თითქმის თვე-ნახევარია, უქმადაა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები