გვარდიოლა: "დანტე ძალიან დამეხმარებოდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გვარდიოლა: "დანტე ძალიან დამეხმარებოდა"


"ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ გერმანიის ჩემპიონატში "ვოლფსბურგთან" თამაშამდე ერთი დღით ადრე პრეს-კონფერენცია ჩაატარა. "ვოლფსბურგმა" ახლახანს ბევრი ფული ჩადო კლუბის განვითარებაში, ტრანსფერებში. ბევრს უნდოდა კიდევ ერთი კონკურენტი "ბაიერნისთვის", გარდა დორტმუნდის "ბორუსიისა", "ბაიერისა" და "შალკესი". და აი უკვე გუნდი კარგ ფეხბურთს აჩვენებს. კონკურენტი გაგვიჩნდა "ვოლფსბურგის" სახით. ვიცით, როგორ თამაშობს "ვოლფსბურგი", ვიცით მათი თამაშის სტილი. მთავარი, ისევე როგორც ადრე, გამარჯვება და 3 ქულაა. სწორედ ამის გამო წავალთ გამარჯვებისკენ. დანტე? ის "ვოლფსბურგში" გადავიდა. ეს მისი სურვილი იყო. მიხარია, იქ კარგად რომ არის, მაგრამ გამეხარდებოდა, რომ დარჩენილიყო. ახლა ძალიან დამეხმარებოდა" , - თქვა ესპანელმა სპეციალისტმა. შეგახსენებთ, მატჩი "ბაიერნი" - "ვოლფსბურგი" 22 სექტემბერს გაიმართება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები