უმაღლესი ლიგა. მე-5 ტურის სიმბოლური გუნდი » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

უმაღლესი ლიგა. მე-5 ტურის სიმბოლური გუნდი


უმაღლესი ლიგა. მე-5 ტურის სიმბოლური გუნდი
გუშინ დასრულდა საქართველოს უმაღლესი ლიგის მე-4 ტურის მატჩები. აღნიშნული ტურში 20 გოლი გავიდა. ტურის ცენტრალურ მატჩს "ივანწმინდამ" უმასპინძლა, ადგილობრივი "ჩიხურა" "დილასთან" 0-1 დამარცხდა. საფეხბურთო საიტი, GOAL.GE წარმოგიდგენთ უმაღლესი ლიგის მე-5 ტურის სიმბოლურ გუნდს.

მეკარე

მირზა მერლანი("სიონი") - ბოლნისური გუნდი კვლავ აგრძელებს გულშემატკივრის გაოცებას. "დინამოსთან" და "დილასთან" ერთად, მიმდინარე სეზონში ეს კლუბი დაუმარცხებელია. გასულ ტურშიც მათ "ლოკომოტივი" მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს, სადაც გამროჩეული იყო მასპინძელთა კიპერი, მირზა მერლანი, რომელმაც კარის მშრალად შენახვაც მოახერხა და გუნდი ბევრჯერ იხსნა გაშვებული ბურთსგან.

მარჯვენა მცველი

ლევან გეგეჭკორი("შუქურა") - თემურ შალამბერიძის შეგირდებმა გასულ ტურში ძალიან საჭირო 3 ქულა მოიპოვეს. აქტიური იყო ზღვისპირელთა განაპირა მცველი, ლევან გეგეჭკორი, რომელმაც შეხვედრის ბოლოს გოლიც გაიტანა.

ცენტრალური მცველი

ლევან კაკუბავა("ცხინვალი") - მე-5 ტურის ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული მატჩი იყო "მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონზე", სადაც "ცხინვალმა" ბათუმის "დინამო" 3-2 დაამარცხა. მასპინძელთაგან კარგად წარმოაჩინეს თავი გატანილი გოლებით ცენტრალურმა მცველებმა, ბრწყინვალე იყო ლევან კაკუბავა. დავით სვანიძე("სიონი") - ბოლნისური კლუბი მე-5 ტურის შემდეგ მედგრად დგას. "სიონის" კაპიტანის გოლმა ბოლნისელებს მორიგი 3 ქულა მოუტანათ. ცენტრალური მცველი დაცვის ხაზში შეუცდომელი იყო.

მარცხენა მცველი

გიორგი თევზაძე("დინამო თბ") - ახალგაზრდა მცველი ყოველ ტურში შეუდარებელია. მე-5 ტურში, 19 წლის მცველმა საგოლე პასი გააკეთა და ერთ მომენტში გენიალურად გადაარჩინა მისი გუნდი გაშვებულ გოლს. "ზუგდიდელთა" ფეხბურთელი მეკარესთან პირისპირ რჩებოდა მარტო, როდესაც სისწრაფის ხარჯზე, სიტუაცია განმუხტა.

ნახევარდაცვა

ლუკა გუგუჩია("შუქურა") - "საპოვნელასთან" მატჩში, ქობულეთელებს საკმაოდ კარგად ჰქონდათ დალაგებული ნახევარდაცვის ხაზი, რაშიც ლუკა გუგუჩიას დამსახურება დიდია. მეგრელმა ფეხბურთელმა იმერლების კარში გოლიც გაიტანა. გიორგი კუხიანიძე("ტორპედო") - იმერლებმა "კოლხეთის" წინააღმდეგ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვეს. პირველი ტაიმის მიწურულს ორივე გუნდს 1 ფეხბურთელი გაუგდეს. მეორე ნახევარში ბრწყინვალე იყო "ქუთათურთა" 10-იანი, რომელთა წყალობითაც, რიონისპირელებმა 3 ქულა მოიპოვეს. ირაკლი ლექვთაძე("ცხინვალი") - ურთულესი მატჩი მოიგო "ცხინვალმა" ბათუმის "დინამოს" წინააღმდეგ. როგორც წინა ტურებში, ბოლო მატჩშიც ბრწყინვალე იყო შიდა ქართლელთა 7-იანი, ირაკლი ლექვთაძე, რომელიც გოლით და უამრავი მომენტით გამოირჩა. თეიმურაზ მარკოზაშვილი("სამტრედია") - არამარტო "მერანის" წინააღმდეგ, მარკოზაშვილი ძალიან აქტიური იყო "საბურთალოსთან" მატჩში. 21 წლის შემტევმა ნახევარმცველმა მეგრულ გუნდს გოლი გაუტანა.

თავდასხმა

ირაკლი მოდებაძე("დილა") - უკვე მერამდენე მატჩში ამტკიცებს ირაკლი მოდებაძე, რომ უმაღლესი დონის თავდამსხმელია. ის სწორედ იქ ჩნდება, სადაც მის გუნდს სჭირდება და მერამდენე 3 ქულა მოუტანა გორს, თავისი გოლით, ალბათ ამის ჩამოთვლა შორსაც წაგვიყვანს. ამავე მოხდა იმერეთში, "დილამ" "ჩიხურა" კაპიტნის გოლის წყალობით დაამარცხა. გიორგი ქვილითაია("დინამო თბ") - საწყის ტურებში ახალგაზრდა ცენტრფორვარდს გოლების გატანა უჭირდა, თუმცა გატანილ ბურთს გემო გაუსინჯა და უკვე ზედიზედ მე-3 მატჩია გოლი გააქვს. გამონაკლისი არც მისი მშობლიური კუთხის გუნდი იყო. გიორგი ქვილითაიამ "ზუგდიდს" 2 გოლი გაუტანა.

ტურის მწვრთნელი - ვარლამ კილასონია("სიონი")

Untitled-1


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები