ფერგიუსონი მარსიალზე: "სასაცილო აღარ არის" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ფერგიუსონი მარსიალზე: "სასაცილო აღარ არის"


პირველი კომენტარი გააკეთა სერ ალექს ფერგიუსონმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეულზე, ანტონი მარსიალზე. როგორც იცით, ფრანგი ფეხბურთელი "იუნაიტედმა" სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეს იყიდა. 19 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო თანხა 49 მილიონ ევროს უდრიდა, თუმცა, ის შესაძლოა 80 მილიონ ევრომდე გაიზარდოს. ჟურნალისტებმა ამასთან დაკავშირებით ფერგიუსონს ჰკითხეს, ამხელა თანხის გადახდა სასაცილო ხომ არ არის ახალგაზრდა ფეხბურთელში? "მარსიალში გადახდილი ფული უკვე სასაცილო ნამდვილად აღარ არის", - ასე უპასუხა შოტლანდიელმა. ცნობისთვის, "მანჩესტერს" სხვადასხვა გუნდის გულშემატკივრები დასცინოდნენ იმის გამო, რომ გუნდმა 19 წლის ფორვარდში ამხელა თანხა გადაიხადა, თუმცა, მარსიალმა პრემიერ ლიგაში შესანიშნავი თამაში აჩვენა და ყველა გააკვირვა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები