ქეცბაია კვიპროსში გალიდერდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ქეცბაია კვიპროსში გალიდერდა


კვიპროსის ჩემპიონატის მე-4 ტურის მატჩში "დოჰამ" "აპოელი" მიიღო და 0:1 დამარცხდა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი მე-13 წუთზე გავიდა. მატჩის მთავარმა არბიტრმა პენალტი დანიშნა, რომელიც გოლად ფერნანდო კავენაგიმ აქცია. შეგახსენებთ, რომ ეს ქეცბაიას რიგით მე-3 გამარჯვებაა კვიპროსში. ამჟამად, თემურის "აპოელი" ჩემპიონატის პირველ პოზიციაზე იმყოფება. "შეხვედრის წინ 3 ქულის აღებას ვგეგმავდით და მოვახერხეთ - ეს ძალიან კარგია. მართალია, იყო რამდენიმე უარყოფითი ფაქტიც, თუმცა, მთავარია, რომ 3 ქულა მოვიპოვეთ", - განაცხადა თემურ ქეცბაიამ შეხვედრის შემდეგ. https://www.youtube.com/watch?v=7eu-1Jlowqg

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები