ქეცბაია: "შეხვედრა მცველის გარეშე დავასრულე" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ქეცბაია: "შეხვედრა მცველის გარეშე დავასრულე"


ქეცბაია:
გუშინ, კვიპროსის ჩემპიონატის მე-4 ტურის მატჩში თემურ ქეცბაიას "აპოელმა" "დოჰა" 1:0 დაამარცხა. მართალია, თემურის გუნდმა გაიმარჯვა, თუმცა, ეს გამარჯვება ძვირად დაუჯდა. შეხვედრის მიმდინარეობის დროს "აპოელის" 3-მა ფეხბურთელმა მიიღო ტრავმა. პიეროს სოტირიოუ და ინაკი ასტიზი თემურ ქეცბაიას უმალვე შესაცვლელი გაუხდა. აღსანიშნავი იყო კარლაოს ტრავმა, რომელიც უკანასკნელი მწყობრში მყოფი ცენტრალური მცველი იყო გუნდში. "აპოელს" ამ შეხვედრაში 2 ცენტრალური მცველი ტრავმის გამო აკლდებოდა, კარლაო კი ბოლოს მათ რიცხვს შეუერთდა. შეხვედრის შემდეგ ამ ფაქტზე კომენტარი გააკეთა თემურ ქეცბაიამ: "მსგავსი რამ არასდროს მომსვლია მწვრთნელად მუშაობის დროს, რაც გუშინ "აპოელში" მომივიდა. 3 ფეხბურთელი დამემტვრა მოედანზე, რაც ძალიან ცუდია. პრაქტიკულად შეხვედრა ისე დავამთავრე, რომ მოედანზე ცენტრალური მცველი არ მყოლია", - განაცხადა თემურ ქეცბაიამ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები