ჟორჟე მენდეშმა როხო "მონაკოში" გადასვლას "გადაარჩინა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჟორჟე მენდეშმა როხო "მონაკოში" გადასვლას "გადაარჩინა"


ჟორჟე მენდეშმა როხო
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელ ლუი ვან გაალსა და მცველ მარკოს როხოს შორის შექმნილი კონფლიქტის მოგვარება ცნობილ საფეხბურთო აგენტ ჟორჟე მენდეშს მოუწია, ავრცელებს ინფორმაციას Daily Star. ბრიტანული გამოცემის თანახმად, ექს-ლისაბონელი "მონაკოში" გადაბარგებასთან გახლდათ ახლოს, რადგან ჰოლანდიელი სპეციალისტი უკმაყოფილო იყო იმის გამო, რომ არგენტინელი აშშ-ში ვადაგასული პასპორტის გამო შეკრებაზე ვერ გაჰყვა. ჟორჟე მენდეშმა კონფლიქტი დაარეგულირა და ვან გაალმაც როხოს ინგლისურ კლუბში კიდევ ერთი შანსი მისცა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები