ზუმა: "ყველამ იცის, რომ დიეგო კოშტას "ხულიგნობა" უყვარს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ზუმა: "ყველამ იცის, რომ დიეგო კოშტას "ხულიგნობა" უყვარს"


"ჩელსის" მცველმა, კურტ ზუმამ განაცხადა, რომ მის თანაგუნდელ დიეგო კოშტას მატჩის მიმდინარეობისას მეტოქის პროვოცირება და მოტყუება უყვარს. საფეხბურთო სამყაროს კიდევ ერთი ნეგატიური რეაქცია გამოიწვია ბრაზილიური ფესვების მქონე ესპანელის საქციელმა "არსენალთან" (2:0) პრემიერ ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში. "ყველამ ვიცით, რომ მას "ხულიგნობა" უყვარს, მოწინააღმდეგის წყობიდან გამოყვანა", - ციტირებს ზუმას სიტყვებს L'Equipe. "ეს ფაქტია. თუმცა, იგი საოცრად თამაშობს. მასთან ერთად მინდორზე ყოფნა ძალიან სასიამოვნოა. ვამაყობთ იმით, რომ იგი ჩვენი გუნდის ღირსებას იცავს".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები