მესი - ცუდი პენალტისტი » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მესი - ცუდი პენალტისტი


ესპანეთის ჩემპიონატის უკანასკნელი 10 სეზონის განმავლობაში თერთმეტმეტრიანების ცუდად შესრულებაში ლიონელ მესის ბადალი არ ჰყავს. სულ 2005 წლიდან არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა 44 პენალტი დაარტყა, გაფუჭებული პენალტებით (6) კი ალვარო ნეგრედოს დაეწია, ავრცელებს ინფორმაციას Opta. ბოლო 10 პენალტიდან ლეომ 4 ვერ გაიტანა. მიუხედავად ამისა, მესი 2015 წელს თავის საუკეთესოობას მაინც ამტკიცებს და "ბარსელონას" მაისურით კვლავ უამრავ გოლს იტანს: 42 მატჩში მას "გოლი+პასი" სისტემაში უკვე 60 ქულა მოუგროვდა (41 გოლი + 19 ასისტი).

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები