ადვოკაატი: "სანდერლენდიდან" იმ შემთხვევაში წავალ, თუ გავიგე, რომ გუნდისთვის ასე უკეთესი იქნება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ადვოკაატი: "სანდერლენდიდან" იმ შემთხვევაში წავალ, თუ გავიგე, რომ გუნდისთვის ასე უკეთესი იქნება"


"სანდერლენდის" მთავარი მწვრთნელი დიკ ადვოკაატი კლუბიდან წასვლას არ აპირებს, მიუხედავად სეზონის ცუდი სტარტისა. მოგეხსენებათ, გასული სეზონის მიწურულს ჰოლანდიელმა "შავი კატები" გავარდნისგან იხსნა, მიმდინარე სეზონის სტარტზე კი გუნდს ინგლისის ჩემპიონატში ჩატარებულ 6 მატჩში მხოლოდ ორი ქულა აქვს. "არ ვნანობ, რომ გასული წლის შემდეგ დარჩენა გადავწყვიტე", - ციტირებს ადვოკაატის სიტყვებს Sky Sports. "თუ ვიგრძნობ, რომ კლუბისთვის ჩემი წასვლა უკეთესი იქნება, ამას პირველი მე ვიტყვი. დამიჯერეთ. პირველი გავიგებ ამას, მაგრამ, ამჟამად, ასეთი გადაწყვეტილებისგან შორს ვართ. გუნდში თავს კარგად ვგრძნობ".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები