ზუმა: "არ მინდოდა კოშტასთვის "ხულიგანი" მეწოდებინა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ზუმა: "არ მინდოდა კოშტასთვის "ხულიგანი" მეწოდებინა"


"ჩელსის" მცველმა, კურტ ზუმამ თანაგუნდელ დიეგო კოშტას მოუბოდიშა იმის გამო, რომ მას მოედანზე "ხულიგანი" უწოდა. ფრანგის განცხადებით, იგი ინტერვიუში ინგლისურ ენაზე საუბრობდა და ამ თემაზე კომენტარი ცუდად გამოუვიდა. "ამ კონფუზის გამო ბოდიშს ვიხდი", - წერს ზუმა თვითერზე. "ინგლისური ჩემი მშობლიური ენა არ არის და არ მინდოდა, ვინმესთვის "ხულიგანი" მეწოდებინა. უბრალოდ, მინდოდა მეთქვა, რომ დიეგო კოშტა ფეხბურთელია, რომელიც მეტოქეებზე ზეწოლას ახდენს და რომელსაც დიდ პატივს ვცემ".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები