ოლიჩს "ჰამბურგის" ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი აქვს? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ოლიჩს "ჰამბურგის" ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი აქვს?


თავდამსხმელ ივიცა ოლიჩს "ჰამბურგის" ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი შეექმნა, ავრცელებს ინფორმაციას Bild. ჯერჯერობით, მიზეზებზე საუბარი არ ყოფილა, მაგრამ ცნობილია, რომ 36 წლის ხორვატმა შეიძლება კონტრაქტის ამოწურვამდე დატოვოს გერმანული კლუბი. სავარაუდოდ, "ჰამბურგი" ფორვარდს უკვე იანვარში შეელევა, იმ დროს, როცა მოქმედი ხელშეკრულების ვადა ივნისში იწურება. "ბაიერნის" ექს-ფორვარდმა ორი სეზონის განმავლობაში გერმანიის ჩემპიონატში მხოლოდ ხუთი მატჩი ჩაატარა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები