დი მარია: "მესის სიტყვებით ვერ აღვწერ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დი მარია: "მესის სიტყვებით ვერ აღვწერ"


"პსჟ"-ს არგენტინელი ნახევარმცველი ანხელ დი მარია თანამემამულე ლიონელ მესით აღფრთოვანებულია. მისი განცხადებით, "ბარსელონას" ფორვარდი მინდორზე და ცხოვრებაში აბსოლუტურად ერთი ხასიათის ადამიანია. "მესის სიტყვებით ვერ აღვწერ", - ციტირებს უეფას ოფიციალური საიტი დი მარიას სიტყვებს. "თუ ფეხბურთში მოპოვებულ ყველა მის ტიტულს გვერდზე გადავდებთ, შემიძლია, გითხრათ, რომ მესი დიდებული ადამიანი და საოცარი მეგობარია. ჩემი აზრით, მან ყველაფერს მიაღწია, იმიტომ, რომ თამაშობს ისე, როგორც მოსწონს. ლეო თავს ისე აჩენს, როგორიც არის. როგორიც მინდორზეა, ისეთივეა ცხოვრებაშიც: თავმდაბალი, მშვიდი, ძალიან პოზიტიური ადამიანი. მან ყველა თავისი ჯილდო დაიმსახურა".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები