ლეონარდო: "რომა" ამჟამად "ინტერზე", "მილანზე" და "იუვეზე" ძლიერია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლეონარდო: "რომა" ამჟამად "ინტერზე", "მილანზე" და "იუვეზე" ძლიერია"


"მილანისა" და "ინტერის" ექს-თავკაცი ლეონარდო მიიჩნევს, რომ ეს ორივე კლუბი მიმდინარე სეზონში სკუდეტოსთვის იბრძოლებს. ბრაზილიელის განცხადებით, ფავორიტია, ასევე, "რომაც". "ინტერმა" და "მილანმა" თავიანთი სტარტით მნიშვნელოვანი სიგნალი მოგვცეს და საკუთარი ძალები გვაჩვენეს, რაც სერია ა-სთვის კარგია", - ციტირებს ლეონარდოს სიტყვებს Sky Italia. "ეს გუნდები ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ. როცა რიტმში შედიხარ, შანსებიც იზრდება. "იუვენტუსი" ბრუნდება. არ უნდა დავივიწყოთ, რამდენი ტიტული მოიგო ამ კლუბმა ბოლო წლებში. ამჟამად, ამ გუნდებს შორის დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ. "რომა" შედარებით უფრო ძლიერია, ვიდრე ეს კლუბები".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები