ფაბრეგასი: "დიეგო კოშტა მუდმივად იბრძვის" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ფაბრეგასი: "დიეგო კოშტა მუდმივად იბრძვის"


"ჩელსის" ნახევარმცველმა, სესკ ფაბრეგასმა თანაგუნდელი და თანამემამულე დიეგო კოშტა დაიცვა. მოგეხსენებათ, ფორვარდი ინგლისის ჩემპიონატის ეგიდით "არსენალთან" (2:0) გამართული შეხვედრის შემდეგ კრიტიკის ახალ ტალღაში მოექცა. "იგი მუდმივად იბრძვის", - ციტირებს "ჩელსის" ოფიციალური საიტი ფაბრეგასის სიტყვებს. "ეს კი კარგია. დიეგო წარმატებას ელის, მუდმივად გამარჯვება სწყურია. ხედავთ, რომ გულშემატკივრებს იგი უყვართ და ეს მთელი გუნდისთვის კარგია. "ჩელსიმ" სეზონი არც თუ ისე წარმატებულად დაიწყო, მაგრამ ახლა ფორმაშია. გუნდი თავდაჯერებულობას იბრუნებს და ამით გაჩერება არ სურს. ჩავარდნები ყველა გუნდს აქვს".
[xfgiven_video_url]
[/xfgiven_video_url]
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები