ბოატენგი ზამთარში "მილანში" დაბრუნდება? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბოატენგი ზამთარში "მილანში" დაბრუნდება?


ბოატენგი ზამთარში
"შალკეს" ნახევარმცველმა, კევინ-პრინს ბოატენგმა შეიძლება ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე კლუბი დატოვოს. როგორც fichajes.net იუწყება, განელი ჰავბეკი "მილანში" დაბრუნებას გეგმავს. თუ მხარეები იანვარში ვერ შეთანხმდებიან, მაშინ 28 წლის ფეხბურთელი იტალიურ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით მომავალ ზაფხულს გადაბარგდება. გარდა "როსონერისა", მისდამი ინტერესს "იუვენტუსიც" იჩენს. მიმდინარე სეზონში ბოატენგს "შალკეს" მაისურით ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო ერთი შეხვედრაც არ ჩაუტარებია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები