ჰუფნაგელი გერმანიის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჰუფნაგელი გერმანიის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა


ჰუფნაგელი გერმანიის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
ინტერნეტ გამოცემა "კიკერის" ვერსიით, ფრაიბურგის 21 წლის ნახევარცველი ლუკას ჰუფნაგელი გერმანიის მეორე ბუნდესლიგის გასული ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. დედით ქართველი ჰუფნაგელი, რომელიც საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში თამაშობდა, ფრაიბურგს კარგად შეეწყო. არადა, ეს არ იყო იოლი, რადგან მესამე ბუნდესლიგის უნტერჰახინგიდან გადავიდა და ბევრი ფიქრობდა, რომ მეორე ბუნდესლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში თავის დამკვიდრება გაუჭირდებოდა. ჰუფნაგელს "კიკერმა" ის გოლი დაუფასა, რომელიც ბოლო წუთზე გავიდა. ფრაიბურგი შინ 1:2 აგებდა არმინიასთან და ლუკასმა ბოლო წუთზე გაათანაბრა. მან მხოლოდ ბოლო 30 წუთი ითამაშა და გოლის გარდა, სხვა მომენტებშიც კარგად ითამაშა. სფფ-ს პრესსამსახური, ილია ნანობაშვილი 

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები