"ფიორენტინა" მატიას ფერნანდესს გაუხანგრძლივებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ფიორენტინა" მატიას ფერნანდესს გაუხანგრძლივებს


"ფიორენტინას" ხელმძღვანელობა მატიას ფერნანდესს ახალი კონტრაქტის პირობებზე შეუთანხმდა, ავრცელებს ინფორმაციას Tmw. ეს ინფორმაცია 29 წლის ფეხბურთელის აგენტმა, ალეხანდრო სანტისტებანმაც დაადასტურა. ახალი ხელშეკრულება ჩილელთან 2018 წლამდე იმოქმედებს. კონტრაქტის ფინანსური პირობები, ჯერჯერობით, უცნობია. ოფიციალურად დოკუმენტები უახლოეს დღეებში გაფორმდება. წინა სეზონში ფერნანდესმა "იების" მაისურით 29 მატჩი გამართა სერია ა-ში, 2 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა აქტივში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები